117-ე საჯარო სკოლა - ,,გახდი ავიატორი"

       საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ავიაკომპანია ”აირზენა-ჯორჯიან ეარვეისთან” ერთად კონკურსი ”გახდი ავიატორი” საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო თბილისის N117-ე საჯარო სკოლამაც.          კონკურსში ჩვენმა მოსწავლეებმა თვითმფრინავის მოდელები და ნახატები წარმოადგინეს. 
 
            პროექტში მონაწილეობა მიიღო 7-მა მოსწავლემ, აქედან ერთი მოსწავლე IX კლასელი დათო მაისურაძე გავიდა საპრიზო ადგილზე და დასაჩუქრდა 100 ლარით. დანარჩენებს კი გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო ბუკლეტები.